Expeditions by Travel Junkies
[კლიენტი] · Expeditions by Travel Junkies
[ინდუსტრია] · ტურიზმი და დასვენება
[ქვეყანა] · საქართველო
[სამუშაო] · ლოგოტიპი / ვიზუალური იდენტობა / მერჩი / ბრენდბუქი
უძველეს ენაზე დახატული ბრენდი
[გამოწვევა]
Expeditions by Travel Junkies მოგზაურების ჯგუფია, რომელსაც ხალხი დაყავს იქ, სადაც ტურისტული კომპანიების უმეტესობა არ დადის: შორეულ, წარმოუდგენელ ადგილებში, იმათთან ერთად, ვინც ეს ადგილები საკუტარი ხელის გულივით იცის.
მიმართულებები მთელ მსოფლიოს მოიცავს ისევე, როგორც ადამიანები, ვინც მათთან ერთად მოგზაურობს.
ამიტომ იდენტობას აღმოჩენის განცდა უნდა გადმოეცა ისე, რომ ტურისტულ სააგენტოს არ დამსგავსებოდა,
და ერთნაირად უნდა წაკითხულიყო ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ზედაპირზე: ტელეფონის ეკრანზე, ჭიქაზე, ნიღაბზე, მთაში...
[როგორ მოვაგვარეთ]
ნიშანი, რომელიც აღმოჩენილს ჰგავს და არა შექმნილს.
ხელით მოვხატეთ მოხეტიალე, ჯოხით ხელში. პოზა კასპარ დავიდ ფრიდრიხის „მოხეტიალე ნისლის ზღვის თავზე“ ნახატიდან ავიღეთ, რომელმაც ხეტიალი რომანტიკად აქცია. შემდეგ ის გამოქვაბულის მხატვრობის სტილამდე გავამარტივეთ: პირველი გამოსახულებები, რაც ადამიანებმა შექმნეს, და ვიზუალური ენა, რომელიც ყველა კულტურას ერთნაირად ესმის. ფიგურა წითელ ნიშანშია მოქცეული, გაცვეთილი კიდეებით თითქოს კლდეზე დატანილი პიგმენტია.
ლოგოტიპი, რომელიც კითხვადობას ინარჩუნებს. პრიმიტიულ ნიშანს გვერდით გამოკვეთილი ხმას საჭიროებდა.
EXPEDITIONS აწყობილია Amatic SC-ით: ხელნაწერი, ვიწრო, ერთი შეხედვით წასაკითხი.
„By Travel Junkies“ ქვემოთ თხელი სერიფით მიჰყვება იმ ადამიანების ხელწერა, ვინც ყოველი მოგზაურობის უკან დგას.
ნიშანი უხეში რჩება. ახსნას სიტყვები აკეთებენ.
პატერნი იქ, სადაც ლოგო ვერ ეტევა.
შევქმენით პატერნი ხაზებისა და მარტივი გეომეტრიული ნიშნებისგან, იმავე გამოქვაბულის მხატვრობის გავლენით, მწკრივებად, როგორც ნიშნები კედელზე.
პალიტრაც ბუნებრივი შევარჩიეთ: პიგმენტის წითელი, ოხრა და ძვლისფერი თეთრი, ფირუზისფერი და მუქი ლურჯი კი წყლისა და ცისთვის.
ჰუდიზე, საწვიმარზე თუ ჭიქაზე პატერნი ბრენდს დამოუკიდებლად ატარებს.
[შედეგი]
იდენტობა, რომელიც ისევე კარგად მოგზაურობს, როგორც მისი კლიენტები.
ლოგოს ოთხი ფორმა ყველა ფორმატს ფარავს, სრული კომპოზიციიდან სომბოლომდე.
სიმბოლო, რომელიც ნისლშიც ამოცნობადია, ბალაკლავაზეც, და ეკრანზეც, ხოლო სადაც ლოგოსთვის ადგილი არ რჩება, საქმეს პატერნი აკეთებს.
მას თარგმანი არ სჭირდება, რადგან ყველაზე ძველ ენაზეა დახატული.