გამბედავი გამოწვევები BOULDER შედეგები

    • [გამოჩნდი დამაჯერებლი]

      [~ 3–6 კვირა ] [4,500 ₾ -დან ]

      • ლოგოს სისტემა
      • ლოგოს კომბინაციები და დაცვის ზონა
      • ფერთა სისტემა
      • ბრენდის გაიდლაინები
      • სოც. მედია პაკეტი
      • მასალების ბიბლიოთეკა
    • [გადაზარდე ბრენდი კულტურაში]

      [~9-15 კვირა ] [9,000 ₾ -დან ]

      • ბრენდის პოზიციონირება
      • ღირებულებითი შეთავაზება
      • ბრენდის პლატფორმა
      • გრაფიკული ენა
      • განლაგების ბადე
      • ფოტოგრაფიის შემოქმედებითი მიმართულება
      • ბრენდის ისტორია
      • სასაუბრო ტონი
      • ბრენდის მანიფესტი
      • ბრენდბუქი
      • დამატებითი თანმდევი მასალები
    • [ყველაფერი შენზეა მორგებული]

      [შენ გვიწვევ, ჩვენ გთავაზობთ გზებს]

      • უფასო საკონსულტაციო შეხვედრა
    • [მყარად მოსინჯე ნიადაგი]

      [1750 ლარი]

      • არსებული ბიზნეს გვერდების აუდიტი
      • სარეკლამო ანგარიშის აუდიტი
      • კონკურენტების ანალიზი
      • რეკლამის ბიუჯეტირება
      • კონტენტ სტრატეგია
      • Facebook/instagram რეპოსტინგი
      • ქოფირაითინგი
      • გრაფიკული დიზაინი
      • რილის გადაღება
      • დარეკლამება
      • რეთარგეტინგი
      • ყოველთვიური შეჯამება
    • [გამოჩნდი იქ, სადაც ყიდულობენ]

      [2660 ლარი]

      • არსებული ბიზნეს გვერდების აუდიტი
      • სარეკლამო ანგარიშის აუდიტი
      • კონკურენტების ანალიზი
      • რეკლამის ბიუჯეტირება
      • კონტენტ სტრატეგია
      • კამპანიის სტრატეგია
      • ლოკალური SEO და Google Business
      • Facebook/Instagram რეპოსტინგი
      • ქოფირაითინგი
      • გრაფიკული დიზაინი
      • რილის გადაღება
      • მოუშენ დიზაინი
      • ინფლუენსერებისა და კრეატორების მართვა
      • დარეკლამება
      • რეთარგეთინგი
      • ყოველთვიური შეჯამება
    • გაცდი სტანდარტულ ჩარჩოებს

      [ინდივიდუალური შეთავაზება]

      • გადმოგვიგზავნეთ პროექტის დეტალები და ამოცანები, რათა ავაწყოთ თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული სტრატეგია და მოგიმზადოთ შესაბამისი საფასო შეთავაზება.
    • [გამოჩნდი ონლაინ ისე, როგორც საჭიროა]

      [~4-6 კვირა ] [2,000 ₾ -დან ]

      • Landing Page
      • ტექნიკური კვლევა
      • საიტის რუკა და ინფორმაციული არქიტექტურა
      • UI დიზაინი
      • ადაპტირებადი დიზაინი
      • მარტივი CMS
      • ორენოვანი GEO/ENG ვერსია
      • SEO საფუძველი
      • ჰოსტინგისა და დომენის გამართვა
    • [გასაყიდად აწყობილი საიტი]

      [~9-15 კვირა ] [8,000 ₾ -დან ]

      • ინდივიდუალური ვებ აპლიკაცია
      • ბექენდი და API სერვისები
      • მონაცემთა ბაზის დაპროექტება და გამართვა
      • ელ-კომერცია ან ჯავშნის ფუნქციონალი
      • გადახდის ფუნქციონალის ინტეგრაცია
      • ადმინ პანელი / ინდივიდუალური CMS
      • Third-party ინტეგრაციები
      • მომხმარებლის ანგარიშები და ავტორიზაცია
      • ოპტიმიზაცია და გაფართოებული SEO
      • ჰოსტინგი, დეპლოიმენტი და CI/CD გამართვა
      • ტესტირება და QA
      • გაშვების შემდგომი მხარდაჭერა
    • [კოდის თითოეული სტრიქონი შექმნილია ექსკლუზიურად შენთვის]

      [შენ განსაზღვრავ მიზანს, ჩვენ ვქმნით გადაწყვეტას]

      • ტექნიკური კონსულტაცია

გუნდი

[გაიცანი გუნდის მეთაურები და მათი სერვისები]

გელა კოჩიევი

[დეველოპმენტის მეთაური]

Boulder-ის პარტნიორი და დეველოპმენტის მიმართულების ხელმძღვანელი. მისთვის არ არსებობს ტექნიკური გამოწვევა რომელიც ვერ მოგვარდება, მეტიც, მისთვის სწორედ გამოწვევა ამოძრავებს პროგრესს. გელა, ღრმა ტექნიკური და ტექნოლოგიური ცოდნით აღჭურვილი, ნებისმიერ პროცესს თანმიმდევრულად და შეწყობილად წარმართავს. ძნელია ისეთი გადაწყვეტილების მოფიქრება რომელსაც ის ვერ შექმნის, და თუ ასეთს იპოვით რამდენიმე დღე მიეცით და გელას ის საფუძვლიანად ეცოდინება.

ქრისტინე მეტრეველი

[მარკეტინგის კაპიტანი]

Boulder-ის თანადამფუძნებელი და ციფრული მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი. ის ბრენდებს ეხმარება, საკუთარი ხმის აღმოჩენაში, ციფრულ სივრცეში პოზიციონირებასა და ზრდაში. მისი ძლიერი მხარეა სტრატეგიის, კონტენტის, რეკლამისა და ბრენდის ხასიათის ერთ სისტემად შეკვრა, ისე, რომ ბრენდი გახდეს დასამახსოვრებელი და ცოცხალი. ის არის ციფრული მედიის ტექნიკური ტვინი, რომელიც ალერგიულია წინადადებაზე “მთავარია რამე დავდოთ”. მისი გამოცილება აძლევს საშუალებას დაინახოს, იგრძნოს და ერთმანეთისგან გამიჯნოს არასწორი სწორი პოსტიგან, როცა ბრენდი საკუთარ ხმას კარგავს. ქრისტი პირდაპირია, ხისტიც, მეგობრულიც და საკმარისად სამართლიანი იმისთვის, რომ შენი ბრენდი ანდო.

ბექა ბუხრაშვილი

[ბრენდინგის ბელადი]

Boulder-ის თანადამფუძნებელი და ბრენდინგის მიმართულების ხელმძღვანელი. ბავშვობიდან ფერადი ფირნიშებითა და ბანერებით მოხიბლულისთვის გარდაუვალი იყო მისი პროფესიის დიზაინიდან ბრენდინგში გადაზრდა. 10 წელზე მეტი მუშაობდა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, თუმცა ხშირად დასმულმა კითხვებმა და კლიენტებთან აქტიურმა კომუნიკაციამ, მისი კვალიფიკაცია ბრენდინგის მიმართულებით მნიშვნელოვნად გააღრმავა. განსაკუთრებით უყვარს პრობლემები და შეზღუდვები, მისი ფილოსოფია ბრენდის მშენებლობაში სწორედ ამ საყრდენებიდან განეზიდება, რაც მას მყარი და მზარდი ბრენდების შექმნაში ეხმარება. მისთვის სირთულეები სწორედ ის სივრცეა სადაც შემოქმედებითობა ცხოვრობს ხოლო დიზაინი რომელიც ფუნქციას მოკლებულია, მხოლოდ დეკორაციაა.

ნამუშევრები

[დაათვალიერე ჩვენი ნამუშევრები]

[ყველა პროექტი]

[დეველოპმენტი]

Tonnaro

სპეციალიზებული ტრანსპორტის მარკეტპლეისი საქართველოსთვის — ამწის, ევაკუატორის ან ბეტონის ტუმბოს შეკვეთა, მარშრუტსა და რელიეფზე დათვლილი ფასი და შეკვეთის თვალყურის დევნება ადგილზე მიტანამდე.

[მარკეტინგი]

ბაკანოსი

Office Lunch-ისა და საკვების მიტანის ბაზარზე ხომ იცი, რა კონკურენცია და ერთფეროვანი, შაბლონური რეკლამებია. ჰოდა, Bacanos Lunch-ის 5-თვიანი კამპანიისას ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ის იყო, რომ ბრენდის ცნობადობა სწრაფად გაგვეზარდა და კონკურენტებისგან მკვეთრად გამორჩეული, დასამახსოვრებელი იდენტობა შეგვექმნა. მშრალი და სტანდარტული სარეკლამო ტექსტების სანაცვლოდ, ბრენდის გულში ავთენტური იმერული იუმორი, სითბო და კოლორიტული დიალექტი ჩავდეთ. გავუშვით კამპანია „იმერული ლექსიკონი“, სადაც იმერული სიტყვები ყოველდღიურ ოფისურ რეალობას მოვარგეთ. ამ მიდგომამ ხალხში უდიდესი ემოციური ჩართულობა გამოიწვია მომხმარებლებმა ეს ფრაზები მომენტალურად აიტაცეს და კომენტარებში გაათამაშეს. ამასთან ერთად, კონტენტში ძალიან ეფექტურად წარმოვაჩინეთ მენიუს მრავალფეროვნება: ტრადიციული ხორციანი კერძები, თევზეული, სამარხვო ხაზი, სნექები და საფირმო პოზიციები. შედეგმაც დიდხანს არ დააყოვნა, 5 თვეში 1.2 მილიონზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს მივწვდით და 2.5 მილიონზე მეტი ჩვენება დავაგენერირეთ. იმერული დიალექტის სერიამ აუდიტორიის მაქსიმალური ლოიალობა მოიტანა, რამაც ბრენდის ცნობადობასთან ერთად ყოველდღიური შეკვეთების რაოდენობაც სტაბილურად გაზარდა.

[ბრენდინგი]

ForAG studio

[კლიენტი] · ForAG studio [ინდუსტრია] · სპორტული ტანსაცმელი და ნაწარმი [ქვეყანა] · საქართველო [სამუშაო] · ლოგოტიპი / შეზღუდული ვიზუალური იდენტობა ბრენდი, რომელიც დიზაინერის გარეშეც ცოცხლობს. [გამოწვევა] ForAG · (For Absolute Greatness) სარბენ ეკიპირებას ამზადებს გადამუშავებული სამრეწველო და პარაპლანის მასალებისგან. ბრენდს დამფუძნებელი თავად ქმნის ყველა პოსტს, ყველა იარლიყს, პროდუქტის ყველა ფოტოსა და პოსტერს, დიზაინერის დახმარების გარეშე. ამიტომ იდენტობისთვის მხოლოდ ლამაზად გამოჩენა საკმარისი არ იყო. ის მოქნილი უნდა ყოფილიყო. საკმარისად მარტივი, საკმარისად უნიკალური, რომ მყისიერად იცნო, და საკმაოდ ნეიტრალური, რომ კადრში მთავარი პროდუქტი დარჩეს, ლოგო კი არ დაიკარგოს. [როგორ მოვაგვარეთ] 1 · ჯერ ტიპოგრაფია. დავიწყეთ შრიფტით, რადგან შრიფტს დამფუძნებელი ყოველდღე იყენებს. ავირჩიეთ საბეჭდი მანქანის ტიპი: ერთი შეხედვით ამოსაცნობი და, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა, უკვე ხელმისაწვდომი იმ პლატფორმებში, სადაც ის პოსტავს. არც ფაილების დაყენება, არც ლიცენზიების დევნა, არაფერი, რაც სხვა მოწყობილობაზე გადატანისას გაფუჭდება. ამ შრიფტმა ადგილი ორმაგად დაიმსახურა. საბეჭდ მანქანას იგივე რიტმი აქვს, რაც საკერავს, და იგივე მექანიკური ანაბეჭდი, რაც ForAG-ის სახელოსნოში ხელსაწყოებსა და მასალებზე უკვე დატანილ მარკირებას. შთაგონება სახელოსნოში ჩვენამდე იყო. 2 · ლოგოტიპი და ბადე ერთ გადაწყვეტილებად. აქ ისინი განუყოფელია, ამიტომ ერთად ავაწყვეთ. ორივე განზრახ არასრულყოფილია: არათანაბარი ინტერვალები, ასოები, რომლებიც ხაზზე ბოლომდე არ ზის, სტრუქტურა, რომელიც დაბეჭდილს ჰგავს და არა დახატულს. შემთხვევითობა დეკორაცია არ არის. ForAG-ის მასალა უკვე სხვადასხვა მანიშნებლებით მისდის: კოდები, შტამპები, ცვეთა არაფერი მეორდება. სისტემა მასალას მიჰყვება და მის დალაგებას არ ცდილობს. და რადგან არაფერი უნდა გასწორდეს იდეალურად, არაფერი ფუჭდება, როცა დამფუძნებელი შემდეგ მასალას თავად აწყობს. [შედეგი] იდენტობა, რომლის გამოყენებას ზედმეტი ძალისხმევა არ სჭირდება. დამფუძნებელი ტექსტს ტელეფონზე კრეფს და ეს უკვე ბრენდია. კადრში ყველაზე ხმამაღლა პროდუქტი რჩება. ნიშანი მყარად დგას, რადგან მის ამოცნობადობას ლოგოს ფაილი კი არ ქმნის, არამედ წესი, რომელსაც ნებისმიერი გაყვება.

ისტორიები

[აქ ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას]

  • ილუსტრაცია ეფუძნება ქაოტურ, კოლაჟურ ნგრევას, სადაც „უსაფრთხო რეალობა“ (ფუნჯი, ტექსტები, პერსონაჟის ფრაგმენტები) იშლება და ფეთქდება. მასში ჩანს აბსურდული და კრეატიული პროვოკაცია  ადამიანის ტვინი, გეომეტრიული ნატეხები და ანარქიული, ველური კრეატივის პროცესი, რომელიც ეჯახება სტერილურობას. ეს არის სრული თავისუფლება, სადაც მარცხი კი არ გვაშინებს, არამედ PR-ისა და მარკეტინგის ყველაზე თამამ ენერგიად იქცევა.

    როგორ ვაქციოთ კრეატიული მარცხი მარკეტინგისა და PR-ის მთავარ ძრავად. ჩავარდნა? ეგ ხომ მთავარი ინსაითია შემდეგი დიდი ნახტომისთვის.ნოე 2026 · 3 წთ საკითხავი

  • ლანკომი, AI ბლოგი

    ხელოვნურმა ინტელექტმა შეგიქმნა ვიზუალები. მაინც გენდობიან მომხმარებლები?ოქტ 2026 · 5 წთ საკითხავი

კონტაქტი

მინდა:

მინდა:
[ფაილის დამატება]