სერვისები
სერვისები

თამამი იდეა გაქვს?

[გვიჯიკე ან უბრალოდ მოგვწერე]

poke@boulder.ge
  • +995 557 71 19 59
  • +995 555 50 60 64

[დაათვალიერე]

  • სერვისები

[გამოგვყევი]

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

© 2026 Boulder. ყველა უფლება დაცულია.

BOULDER

< უკან

Georgia Starts Here

[ თარიღი: მარ 2025 ]

როდესაც ბრენდი Explorer-ის არქეტიპს ატარებს, მისი კომუნიკაციაც ნამდვილ თავგადასავალს უნდა ჰგავდეს. 10 თვის განმავლობაში Georgia Starts Here-ის სოციალურ მედიასა და კონტენტ-სტრატეგიაზე ზრუნვისას, ჩვენი მთავარი მიზანი უბრალოდ ლამაზი ფოტოების გაზიარება არ ყოფილა  გვსურდა, მკითხველი რეალურ მოგზაურობაში ჩაგვეთრია და ბლოგზე გადაგვეყვანა.

ამისთვის ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებსა და იმ პერიოდისთვის რელევანტურ თემებზე დაყრდნობით იქმნებოდა სიღრმისეული, საინტერესო ბლოგპოსტები. შემდეგ ეს ისტორიები ადაპტირდებოდა სოციალურ ქსელებში (Facebook & Instagram) და ლინკების მეშვეობით მკითხველი პირდაპირ ვებგვერდზე გადაჰყავდა.

ამ სტრატეგიამ საინფორმაციო ნაკადი ცოცხალ, ორგანულ ტრაფიკად აქცია. საანგარიშო პერიოდში ბლოგს 8,470-ზე მეტი მკითხველი ეწვია, ხოლო პიკურ თვეებში პირდაპირი გადასვლები 2,600-საც კი აჭარბებდა. მიზნობრივმა კამპანიებმა 788,000-ზე მეტი უნიკალური წვდომა უზრუნველყო, რამაც სოციალურ ქსელებში მაღალი ჩართულობა და საქართველოს უცნობი თუ ცნობილი კუთხეების მიმართ ცნობადობის ზრდა მოიტანა. შედეგად, შევქმენით მყარი ციფრული ხიდი სოციალურ მედიასა და ვებგვერდს შორის, რამაც Georgia Starts Here კიდევ უფრო საიმედო და საინტერესო გზამკვლევად აქცია მათთვის, ვისაც საქართველოს აღმოჩენა სურს.

[ პროექტის ნახვა ↗ ]

სხვა პროექტები

  • სილამაზის სალონი ნაისის ლოგოსილამაზის სალონი ნაისი დეკ 2024
  • რინგოვეტის ლოგო - ბოლდერირინგოვეტიივნ 2024
  • საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციაოქტ 2026