რინგოვეტი
საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი მიუსაფარი ცხოველი ბინადრობს. ტრადიციულ ვეტერინარულ კლინიკებში ცხოველის წაყვანა ხშირად დიდ სტრესთან, რიგებთან და ტრანსპორტირების სირთულეებთან არის დაკავშირებული, როგორც შინაური ოთხფეხა მეგობრებისთვის, ისე მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანებისთვის. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა რინგოვეტი ინოვაციური მობილური ვეტერინარული სერვისი, რომელსაც სრული სამედიცინო მომსახურება (ვაქცინაცია, თერაპია, ლაბორატორია და გრუმინგი) პირდაპირ სახლის კართან მოაქვს.
ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რინგოვეტი საზოგადოებისთვის არა უბრალოდ კომფორტულ სერვისად, არამედ დიდ, ემპათიურ მოძრაობად გვექცია. ბრენდის გულში ჩავდეთ ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობა: ყოველი შესრულებული შეკვეთის 10% მიუსაფარი ცხოველების დახმარების ყულაბაში ირიცხება. ამით მომხმარებელს მივეცით შესაძლებლობა, საკუთარ ოთხფეხა მეგობარზე ზრუნვით, პარალელურად სხვა უსახლკარო ცხოველების სიცოცხლეც გადაერჩინა.
კამპანიამ სწრაფად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ციფრულ არხებში ოთხთათა მეგობრების მოყვარულ ადამიანებს მივაწვდინეთ ხმა და უამრავი პირაპირი მოთხოვნაც მივიღეთ. რინგოვეტმა მოახერხა და დაამტკიცა, რომ ზრუნვა შეიძლება იყოს მარტივი, ხელმისაწვდომი და რაც მთავარია საყოველთაო.