ბაკანოსი
Office Lunch-ისა და საკვების მიტანის ბაზარზე ხომ იცი, რა კონკურენცია და ერთფეროვანი, შაბლონური რეკლამებია. ჰოდა, Bacanos Lunch-ის 5-თვიანი კამპანიისას ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ის იყო, რომ ბრენდის ცნობადობა სწრაფად გაგვეზარდა და კონკურენტებისგან მკვეთრად გამორჩეული, დასამახსოვრებელი იდენტობა შეგვექმნა.
მშრალი და სტანდარტული სარეკლამო ტექსტების სანაცვლოდ, ბრენდის გულში ავთენტური იმერული იუმორი, სითბო და კოლორიტული დიალექტი ჩავდეთ. გავუშვით კამპანია „იმერული ლექსიკონი“, სადაც იმერული სიტყვები ყოველდღიურ ოფისურ რეალობას მოვარგეთ. ამ მიდგომამ ხალხში უდიდესი ემოციური ჩართულობა გამოიწვია მომხმარებლებმა ეს ფრაზები მომენტალურად აიტაცეს და კომენტარებში გაათამაშეს.
ამასთან ერთად, კონტენტში ძალიან ეფექტურად წარმოვაჩინეთ მენიუს მრავალფეროვნება: ტრადიციული ხორციანი კერძები, თევზეული, სამარხვო ხაზი, სნექები და საფირმო პოზიციები.
შედეგმაც დიდხანს არ დააყოვნა, 5 თვეში 1.2 მილიონზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს მივწვდით და 2.5 მილიონზე მეტი ჩვენება დავაგენერირეთ. იმერული დიალექტის სერიამ აუდიტორიის მაქსიმალური ლოიალობა მოიტანა, რამაც ბრენდის ცნობადობასთან ერთად ყოველდღიური შეკვეთების რაოდენობაც სტაბილურად გაზარდა.