რედსტოუნი სამშენებლო კომპანია
2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის მაისის ჩათვლით, „ბოლდერმა“ სამშენებლო კომპანია „რედსტოუნის“ ციფრული კომუნიკაცია ჩაიბარა. სადაც საკმაოდ აბსურდული და ამბიციური გამოწვევა გველოდა: უნდა გაგვეყიდა ბინები კორპუსში, რომელსაც ჯერ საძირკველიც კი არ ჰქონდა ჩასხმული, ფაქტიურად ჰაერს ვყიდიდით.
მთავარი გამოწვევა უბრალოდ მშრალი რენდერების ატვირთვა კი არ იყო, არამედ ხალხისთვის იმის დაჯერება, რომ ეს არარსებული კედლები მათთვის საუკეთესო ინვესტიცია გახდებოდა. ჩვენ უარი ვთქვით უსულო არქიტექტურულ ფოტოებსა და მოსაწყენ სამშენებლო კლიშეებზე. აქცენტი გავაკეთეთ დინამიურ ვიდეო კონტენტზე, ემიგრანტებზე მორგებულ მარტივ გადახდის სისტემაზე, საახალწლო კამპანიაზე, სადაც ბინის მყიდველებს ტექნიკითა და სამოგზაურო საგზურებით ვასაჩუქრებდით, საიმიჯო სტატიკურ პოსტებზე სადაც ლოკაციისა და ადგილმდებარეობის პლიუსებზე ვსუბრობდით. სწორად დაგეგმილმა თანმიმდევრულმა პოსტებმა, ქოფირაითინგმა და კარგად შეფუთულმა შეთავაზებებმა დაამტკიცა, რომ როცა კონტენტს სწორად აწყობ, შესაძლებელია ჯერ კიდევ აუშენებელი პროექტიც კი ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად აქციო.
შედეგად, 9 თვეში 5,180$-მდე ბიუჯეტით მივაღწიეთ 200,000-ზე მეტ Reach-ს, 800,000-ზე მეტ Impression-ს და 1,500-ზე მეტ რეალურ, ხარისხიან ლიდს, რომლებმაც „რედსტოუნში“ მომავალი სახლი ჯერ კიდევ პირველი აგურის დადებამდე აღმოაჩინეს.